ივანიშვილმა ალი ბაბასა და 40 ყაჩაღის თანამედროვე ვარიანტი შექმნა (video)

შალვა ნათელაშვილი

ივანიშვილმა ალი ბაბასა და 40 ყაჩაღის თანამედროვე ვარიანტი შექმნა-ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გააკეთა. „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე მოუწოდებს სამართალდამცავებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური გამოძიება, რადგან მოვა დრო, როდესაც ასეთი ფაქტების დამალვისთვის ამ უწყებების წარმომადგენლები პასუხს აგებენ.

„ხელისუფლება ჩამოშლილია ბიძინა გასულია ფინალში, ანუ დამთავრებულია. ახლა დროის საკითხია რამდენ ხანში მოხდება მისი სრული პოლიტიკური და სამართლებრივი ნეიტრალიზაცია,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს კრიმინალი ივანიშვილის სახით.

„ვართ უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელში, რომელსაც იმავდროულად უპყრია სახელისუფლებო ძალაუფლება“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი არის 28 ოქტომბერს განაჩენის გამოტანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულება.

„კოლექტიური შადიმანების ხელშია ჩვენი ქვეყანა“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრას.

„ფაქტიურად ეს პანაშვიდი იყო, ალბათ დააკვირდით რა სახეები ჰქონდათ. თუმცა ამაყად გამოიყურებოდნენ, რაც მე მაგონებს ამაყი გაუპატიურებულის სახეს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან ივანიშვილს “კონტინენტური არამზადა” უწოდა. მისივე თქმით, ივანიშვილმა გაბედა და სალომე ზურაბიშვილი შეადარა თამარ მეფეს, რომელიც არის წმინდანი.

„ვის ადარებ რას ადარებ, რეებს ლაპარაკობ. რეებს ჟღურტულობ. მერე ამბობს, რომ ბავშვებს მოუვიდათ ჩხუბიო. ბავშვებს და საზოგადოების წევრებსაც შეიძლება მოუვიდეს ჩხუბი, მაგრამ როდესაც ორი გვამია იქ და ამ ორი გამის შემოქმედნი დაუსჯელები არიან, ეს უკვე ბავშვების ჩხუბი აღარ არის. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა და სახელმწიფომ ხელები დაიბანა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩეველს, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი 28 ოქტომბერს.

 

https://youtu.be/SOtQzDdFJNw

banner
წინა სტატიაშიგამოძიების მოთხოვნის დაწყებასაც კი არ აქვს აზრი
შემდეგი სტატიაკარასინი: რუსეთსა და საქართევლოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი ჯერჯერობით არ ღირს