ივანიშვილმა აჩვენა, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, იგი ანადგურებს მითს ქველმოქმედის შესახებ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ივანიშვილის წერილი იმის დასტურია, რომ ანტიდასავლური კამპანიის უკან ის დგას.

„ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გამძვინვარებული ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ის დგას, და ასევე ის ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით საკუთარი ინტერესებისთვის. ეს აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, ანადგურებს მითს ქველმოქმედის შესახებ, იზოლირებულად და მარტოდ ტოვებს საქართველოს საოკუპაციო ძალებთან“, – წერს გახარია „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ცნობით, შავი ზღვის 3 პორტში მუშაობა განახლდა მარცვლეულის ექსპორტისთვის
შემდეგი სტატიაწერილიდან გავიგე ის, რაც ისედაც ვიცოდი, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, ამიტომ ის პოლიტიკაში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს – იოსელიანი