ივანიშვილმა ​მაჟორიტარები გადასარწმუნებლად დაიბარა, ცოტა დიქტატურაში გადადის

ქართული ოცნების წევრის, კახა ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დეპუტატების დაბარება და დავალება, რომ ხმა მისცენ ამა თუ იმ კანონპროექტს არ არის პარტიული დისციპლინა და “დიქტატურაში გადადის”.

ტვ პირველთან დეპუტატმა კიდევ ერთხელ თქვა, რატომ არ უჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

“არის მოძველებული და უვარგისი. ჩვენს ქვეყანას არ აწყობს, აწყობს მხოლოდ პარტიებს, განსაკუთრებით პატარ-პატარა პარტიებს, რომ როგორმე აღმოჩდნენ პარლამენტში. ჩვენს ქვეყანას არ აწყობს. უკვე არც ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს. დავიღალე ამაზე საუბრით, 10 წელია, ამაზე ვლაპარაკობ.

ახლა იძახიან, რომ კახა ოქრიაშვილი არის ამბოხის ლიდერი. მე ამბოხის მონაწილე არა ვარ, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის ძველი. 2006 წელს დავაფიქსირე ეს პოზიცია პირველად.

ბიძინა ივანიშვილთან მე მქონდა მწვავე საუბარი. განვაცხადე, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილს ქონია შეხვედრა 21 მაჟორიტართან, იქიდან რამდენიმე კაცი გადაიყვანა თავის აზრზე, აიძულა, რომ მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარტიული დისციპლინა, ეს გადადის დიქტატურაში, როცა იბარებ დეპუტატს და ეუბნები, რომ რაღაც კანონპროექტს უნდა მისცე ხმა”, – თქვა კახა ოქრიაშვილმა ტვ პირველთან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია„ჩაგდება არ გაბედოთ, მონებო” – პარლამენტთან პროპორციული სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს