“ივანიშვილისთვის კაპიკია გუნდის წევრების ფასი”- ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძე “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურა. მისი თქმით,ივანიშვილილს მიმართვა გუნდის ყოფილი წევრების მიმართ “თუ ვინმეს გსურთ დაჩაგრულის იმიჯი შეგექმნათ, თქვით და გაგრიცხავთო” მიუთითებს რომ ივანიშვილისთვის კაპიკია გუნდის წევრების ფასი.

“ბატონმა ბიძინამ უთხრა კაპიკია ჩემთვის თქვენი ფაისო,თავისი გუნდის წევრებს უთხრა,რაც გინდათ ის გიქნიათ. როდესაც ადამინებს თავისუფლების წყაროს ასეთი დამოკიდებულება აქვს თავისი გუნდის წევრების მიმართ,მაშინ ადვილი წარმოსადგენია რა დამოკიდებულება აქვს გუნდის მიღმა დარჩენილი საზოგადოების მიმართ.

ეს პროცესი,როდესაც მიმდინარეობს,ეს არის დიახ,ზუსტად კაპიკია მისთვის ინდივიდუალურად ერთი ადამიანის ფასი,ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს რაოდენობა,რაოდენობა გამსვლელების იქნება ზუსტად იმდენი,რომ არ დაიშლება საპარლამენტო უმრავლესობა და არ შეიქმნება მმართველობითი კრიზისი”–განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი იწურება – “სოციალ-დემოკრატები” მმართველი გუნდის დატოებას აპირებენ
შემდეგი სტატიაპროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრიფინგი გაიმართება