“ივანიშვილისგან უტიფარ შეურაცხყოფებს უკვე საზღვარი არ აქვს”-ბოკერია

ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი მოტყუების, გადაგდების, საზოგადოების შეურაცხყოფის, ქვეყნის ჩიხში შეყვანის, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისა და საფრთხის ქვეშ ყველას მომავლის დაყენების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ამ უტიფარ შეურაცხყოფებს უკვე საზღვარი არ აქვს ივანიშვილისგან. რისი გარანტი უნდა იყოს ეგ. ივანიშვილი არის გარანტი მოტყუების, გადაგდების, საზოგადოების შეურაცხყოფის, ქვეყნის ჩიხში შეყვანის, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისა და საფრთხის ქვეშ ყველას მომავლის დაყენების. ამიტომ, მაგ კაცს ქართული საზოგადოება წერტილს დაუსვამს ამა თუ იმ ფორმით. მაგან გადადგა თვითონ ნაბიჯი რადიკალიზაციისკენ. ამიტომ არის დღეს აქ ხალხი შეკრებილი. ეს არ იქნება ერთდღიანი პროცესი. პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს კაცი არ ჩამოშორდება ხელისუფლებას“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში – ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია“ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს”-ნინო გოგუაძე