ივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა

მარგსაქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმისთის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ ისაუბროს, შესაბამისი ფაქტები უნდა ჰქონდეს.

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, პირადად მას ივანიშვილი არასდროს მართავდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც თავად მინისტრი იყო, ივანიშვილი კი – მთავრობის მეთაური.

„რომ ვისაუბრო ბიძინა ივანიშვილის რაიმე ტიპის ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამის რაიმე ფაქტი უნდა მქონდეს. უნდა ვიცოდე, არა ყურმოკრულად, არამედ უნდა დავეყრდნო ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი საუბარი იქნება მოსაზრებები, ჭორაობა.

ბიძინა ივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა არც ერთ ეტაპზე, გარდა იმ პერიოდისა, როცა მე მინისტრი ვიყავი და ის იყო მთავრობის მეთაური, პრემიერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე პასუხი ქილიკი არ უნდა იყოს
შემდეგი სტატია(video) პრეზიდენტი სატელეფონო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს