ივანიშვილის ეზოში კიდევ ერთი ხე მიაქვთ – მოსახლეობას კვლავ შეეზღუდა ელექტროენერგია და პარალიზებული იყო გზები

ივანიშვილის კიდევ ერთი ხის მოგზაურობა სამეგრელოში. ამჯერად მარადმწვანე მუხა სოფელ დიდინეძი დარჩელის ცენტრამდე გადაიტანეს. ტრანსპორტირებისთვის სპეციალურად დაიგო 6-კილომეტრიანი გზა, რაც ადგილობრივი მთავრობას რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. ხის გადატანისას გაიკაფა გზის მიმდებარედ მდებარე ხის ტოტები და ჩაიხსნა ელექტოგადამცემი ხაზები. დასავლური მუხის მოგზაურობა 8 საათს გაგრძელდა, რის გამოც სოფლებში მისასვლელი გზები პარალიზებული, ელექტროენერგია კი შეზღუდული იყო. დღის ბოლომდე მუხის ტრანსპორტირება ანაკლიის გავლით ივანიშვილის ეზოში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშითუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება – ლომჯრია ხორავას ქუჩის მკვლელობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ – სასამართლო სარჩელის განხილვას იწყებს