“ივანიშვილის ჟანდარმერია” შალვა ნათელაშვილის საჯარო შეხვედრებს ბლოკავს

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად გააქტიურდა უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა, რომელიც რეალურად წარმოადგენს „ივანიშვილის ჟანდარმერიას“.
გარდა მოსმენებისა, თვალთვალისა და სხვა უკანონო ქმედებებისა, გომელაურის უწყება გადავიდა პარტიის საჯარო შეხვედრების ბლოკირებაზე.
კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან დაგეგმილი იყო შალვა ნათელაშვილის შეხვედრები, რაც უკანონო ჩარევით ჩაშალა უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც მკაცრად გააფრთხილეს უნივერსიტეტების რექტორატი არ დაეშვათ ასეთი შეხვედრების ორგანიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეექმნებოდათ სერიოზული პრობლემები.
აღნიშნულის შესახებ ფარულად გვაცნობა რამდენიმე უნივერსიტეტის მესვეურმა.
ლეიბორისტული პარტია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, წინასაარჩევნოდ შეიქნმას სპეციალური მონიტორინგის კომისია, რომელიც გააკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს, რადგან პარტიის რეალური კონკურენტი არა რომელიმე პარტიაა, არამედ მოსკოვიდან მართული უშიშროების სამსახურია.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი NDI-ს კვლევის შედეგებს აფასებს