“ივანიშვილის უნიჭობის კონკურენტი” – გიორგი თავდგირიძე კობახიძეზე

xr:d:DAGB6H__6ho:3,j:1760205884754994530,t:24040913

კობახიძე ახალ სიმაღლეებს ეთამაშშება – პუტინის კარზე ივანიშვილი დაასმენის დროც მოვიდა – ამის შესახებ ჯგუფი ფარის წევრი, გიორგი თავდგირიძე აცხადებს.

მისი შეფასებით, “ივანიშვილების დიდი ოჯახი შიშით, კობახიძეების მცირე კი დიდი იმედებით შეჰყურებებს აშხაბადს”.

ქართველ პუტინოიდების თანამეგობრობაში შეიძლება ახალი პერსპექტიული ლიდერი გაჩნდეს კობახიძის სახით, ივანიშვილის უნიჭობის კონკურენტი.

გააჩნია, როგორ იმუშავა კობახიძეების ხაზმა, კობახიძეების რუსმა კურატორებმა, შეახვედრებენ თუ არა პუტინს, თუნდაც რამდენიმე წამით, უნდაც მხოლოდ ორიოდე ნასროლი სიტყვა ბევრ რამეს ააცხადებს.

ივანიშვილის კარზე ბევრი კონკურენტი ჩაძირა, ღარიბაშვილსაც კი გამოუთხარა ძირი, ბევრი იწვალა, მაგრამ ახალი სიმაღლეების დრო მოვიდა ახლა დროა პუტინის კარზე ივანიშვილი დაასმინოს, დაარწმუნოს კრემლი, რომ არა ივანიშვილი, დიდი ხანია საქართველოში რუსეთის ყველა მტერი განადგურებული იქნებოდა.

გასაგებია რა უნდა კობახიძეს, დიდ ღალატში დიდი გასამრჯელო.

რაც შეეხება საქართველოს ინტერესებს, მორიგი სირცხვილი, როდესაც უკრაინა ჩვენ საერთო მტერს ებრძვის, საქართველოს დე ფაქტო მართველი პუტინთან სურათის გადაღებასაც კი არ ერიდება”- აცხადებს “ფარის” წევრი.

ირაკლი კობახიძე და ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში, აშხაბადის მშვიდობის ფორუმს ესწრებიან. “ოცნების” პრემიერი თურქმენეთში მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად გუშინ გაემგზავრა.

ირაკლი კობახიძის მონაწილეობას თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები “ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ასეთ ღონისძიებაში დასწრებასთან დაკავშირებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის ნიშნად აფასებენ.

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი დაპირისპირება მოზარდებში – მარნეულში მოსწავლემ თანატოლი დანით თავსა და კისერში დაჭრა
შემდეგი სტატია“რუსთაველზე ვიქნები დღეს – რუსეთის მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც” – არქიმანდრიტი ილია თოლორაია