“ივანიშვილის სურვილია, რომ მორჩილი, მონა მოსამართლეები დაგვასვას თავზე” – ელენე ხოშტარია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტის განხილვას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში მორჩილი, მონა მოსამართლეები იყვნენ, რომელთა სათავეშიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი იქნება:

„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ლობირებს მორჩილი სასამართლო სისტემის შექმნას ნებისმიერ ფასად, არის „ქართული ოცნება.“ ყველა სხვა დანარჩენი, მიუხედავად, სერიოზული პოლიტიკური განსხვავებისა, რაც ამ ოპოზიციურ პარტიებსა და თუ დამოკიდებელ დეპუტატებს შორის არის, ყველა არის წინააღმდეგი ამ ტიპის დაკანონების უკანონო სასამართლო სისტემის. აქ არის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის სურვილში, რომ მორჩილი, მონა მოსამართლეები დაგვასვას თავზე, რაც გვითხრა თავის ინტერვიუში, რომ მას უნდა მურუსიძე-ჩინჩალაძე ამ კლანის თავში,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი – საზოგადოება „ბესელიობანათი“ დაიღალა