29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ივანიშვილის შესახებ პოსტის გამო, სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

„მე დავწერე „პოსტი“ ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად“, – განაცხადა თამარ გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი გახარიას პარტიაზე: მოგიჟიანებული ლექსიკა, შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული – არ დასჯერდნენ ამას და უკადრებელი იკადრეს
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: მოვითხოვთ, პარლამენტში მომხდარ დანაშაულზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას