ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში (video)

სოციალურ ქსელში ვრცელდება სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში ოჯახის ექიმისთვის ბინას ეძებს.

ჩანაწერს Youtube-ზე Cyber Kmara ავრცელებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესისა და სხვა საქმეების სამართავად მოსკოვში საიდუმლო ოფისი აქვს. მათი მტკიცებით, ოფისს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რუსი ანდრეი დრიომინი მართავს, რომელსაც ივანიშვილი “ჩემს პროტეჟედ” მოიხსენიებს.

Cyber Kmara წერს, რომ ოფისში მუშაობს ივანიშვილის პერსონალური ასისტენტი მოსკოვში, ვალენტინა მოროზოვა. მათი მტკიცებით, ჩანაწერში ივანიშვილი სწორედ მოროზოვას ესაუბრება და ავალებს, რომ ივანიშვილების ოჯახის ექიმისთვის, რომელიც, Cyber Kmara-ს მტკიცებით, ასევე რუსია, მოსკოვში ბინა იპოვოს.

Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ავტორები წერენ, რომ ივანიშვილისა და მოროზოვას საუბარი 2020 წლის 17 ოქტომბერს შედგა.

კაცის ხმა (სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი): როგორც გითხარით, ერთი ექიმია, რომელიც გვეხმარება, ოჯახის ექიმი. ევროპაში ცხოვრობს. რუსი ქალია, სახელად იულია. კატია მოგვიანებით მის ნომერს გამოგიგზავნის.

ქალის ხმა (სავარაუდოდ, ვალენტინა მოროზოვა): ვიცნობ იულიას.

კაცის ხმა: ა, იცნობ იულიას?

ქალის ხმა: კი, კი.

კაცის ხმა: მოსკოვში ბინის ყიდვა უნდა და კონსულტაცია და დახმარება სჭირდება. რახან ევროპაში ცხოვრობს, ვინმეს დახმარება სჭირდება. ანდრეი, ან შენ, ან ვინმე, არ ვიცი… შესაბამისი რეალტორის პოვნაა საჭირო, ვისი ნდობაც შეიძლება.

 

banner
წინა სტატიაშიგახარია: ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე“ – გიგა ბოკერია