“ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა” – მამუკა ბიბილეიშვილი

“ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის.” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბიბილეიშვილმა სამტრედიაში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიბილაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე და უარი უთხრან სიღატაკეს იზოლაციაში, “სადაც ყოველთვის იქნება კორუფცია, რის ხარჯზეც მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ღარიბდება ქართველი ხალხი”

“ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია ეს პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელზეც უნდა გაიაროს ევროპის გზამ. მარტო ექსპერტიზაში ორი მილიონი ლარი დაიხარჯა და კიდევ რამდენი დაიხარჯება არავინ არ იცის. თუ კი ივანიშვილის ხელისუფლება დარჩა ხელისუფლებაში, ასეთ დაუსრულებელ პროექტებს მივიღებთ, ვერასდროს ვერ დასრულდება ვერცერთი წარმატებული პროექტი და ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში. საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე და უარი უთხრან სიღატაკეს იზოლაციაში, სადაც ყოველთვის იქნება დაუსრულებელი, წარუმატებელი პროექტები, კორუფცია და კლანური მმართველობა, რის ხარჯზეც მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ღარიბდება ქართველი ხალხი.”- განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე – ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს „ოცნების“ ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული
შემდეგი სტატიადღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ