ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარედ გადაადგილება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს სასამართლომ აუკრძალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარედ გადაადგილება პერიმეტრიდან 20 მეტრის რადიუსში აუკრძალა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ელგუჯა ბაგრატიონს ასევე მას დაეკისრა 4 ათასლარიანი გირაო.

ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ვალდებულია, კვირაში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციაში იმისთვის, რომ მიმალვის საფრთხე აიცილონ თავიდან.

მოსამართლის ვერდიქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს ოპოზიცია.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც კობა გვენეტაძე გვარწმუნებს, „მილევადი პროცესები ყოფილა“
შემდეგი სტატიააიკრძალოს საქართველოში პლასტმასის და რეზინის ტყვიების გამოყენება – ლაშა ჩხარტიშვილი ინიციატივით გამოდის