ივანიშვილის რეჟიმმა ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ გატეხა – ლაშა ბუღაძე

ბუღაძე ნამახვანჰესზე

ლაშა ბუღაძე წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ გატეხა.

“ამ მძიმე დროს ერთადერთი რამ რჩება ნუგეშად და გაოცების მიზეზად: ვერც ერთი (ნამდვილი) ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი ვერ გატეხა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

ყველაზე მეტს გაუძლეს წლების განმავლობაში და ყველაზე მეტს უძლებენ ახლაც სინდისის პატიმრებთან ერთად. ციხეში ისე მიდიან, გეგონება ეს რაღაც ადვილი და ჩვეულებრივი რამ იყოს.

ყველას შეეძლო ამა თუ იმ ფორმით გზა გამოენახა და პირადი კეთილდღეობისა თუ თავისუფლების მიზნით, რეპრესიებსაც გაცლოდა და პოლიტიკასაც, მაგრამ მათ ბრძოლის გზა აირჩიეს, რაც ბევრს – ბევრს კი არა, უმრავლესობას არც შეუძლია.

ვამაყობ მათით და მადლობა ამ ბრძოლისათვის!”, – წერს ლაშა ბუღაძე და გიორგი ვაშაძეს ნიშნავს.

banner
წინა სტატიაში“გააძლიერეთ იერიში” – ისრაელის თავდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება “ცახალს”
შემდეგი სტატიაჯო ვილსონის განცხადებების შინაარსი ზუსტად ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის შიდა განწყობებს – რომან გოცირიძე