‘’ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულების გამო საქართველომ გაითქვა სახელი, როგორც ყველაზე პრობლემურმა ქვეყანამ’’ – გიგა ბოკერია

საქართველომ გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პრობლემურმა ქვეყანამ და ეს ამ ტრაგედიის მიღმა კიდევ ურტყამს დამატებით ეკონომიკასა და ჩვენს მომავალს- ამის შესახებ ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

‘’იმ პოლიტიკური დანაშაულის ფასი, რაც ჩაიდინა ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა ყველა წარმომადგენელმა გახარიათი დაწყებული, ღარიბაშვილი, ტიკარაძე, ის სამეული, ყველამ ერთად ვაქცინაციის ჩაგდებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველი რიგში არის ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ეს ტრაგედიები, მაგრამ ამასთან ერთად ამ ყველაფრის პირდაპირი შედეგია დამდგარი ვითარება, როდესაც საქართველომ გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პრობლემურმა ქვეყანამ და ეს ამ ტრაგედიის მიღმა კიდევ ურტყამს დამატებით ეკონომიკასა და ჩვენს მომავალს. ყველა დღეს, სანამ ამ მდგომაროებაში ვართ და ის უტიფარი ჩავარდნა, რომელიც მთავრობამ ჩაიდინა ამ ფასად გვიჯდება დღემდე,’’ – ასე ეხმაურება ‘’ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.

ცნობისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს 4 სხვადასხვა მიზეზით საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების დაწყება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა აუცილებელია – ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიასოხუმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას “რეალობისგან სრულიად მოწყვეტილად” და “აფხაზურ-ქართული უთანხმოების მიზეზების დამმახინჯებლად” განიხილავს