ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას სჭირდება მორალური იზოლაცია მათ შორის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ სატელიტებთან მარტო დატოვება მნიშვნელოვანი კომპონენტია რეჟიმის დასამარცხებლად – ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ჯამში სჭირდება პოლიტიკური პროცესის ბოლომდე გაფორმება, უნდა მოხდეს პუტინისტური რეჟიმის მორალური იზოლაცია, მათ შორის პარლამენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტში მარტო დატოვება, მათი დამარცხების ერთ-ერთი კომპონენტია.

„ვადამდელი არჩევნების მიღწევას და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, იმ კონტექსტში მიღწევას, როცა უკვე დასუსტებული იქნება ივანიშვილის რეჟიმი, ბევრი კომპონენტი სჭირდება, ამაში შედის ქვეყნის შიგნით გაზრდა საზოგადოებაში იმ მოქალაქეების რაოდენობის, ვინც ამ იდეის გარშემო გაერთიანდება, ამაში შედის საერთაშორისო წნეხის გაზრდა ქვეყნის გარეთ, ამ ყველაფერს კი ჯამში სჭირდება ამ პოლიტიკური პროცესის ბოლომდე გაფორმება. ამიტომ ვინც ახლა ამაზე საუბრობს, თვითონ უნდა მოგვცეს მაგალითი ამის და უნდა მოახდინოს ამ პუტინისტური რეჟიმის მორალური იზოლაცია, მათ შორის პარლამენტში, ივანიშვილის რეჟიმის მის სატელიტებთან მარტო დატოვება პარლამენტში არის ერთი საჭირო კომპონენტი ამის მისაღწევად“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს 9 მაისს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს – თავისუფალია 28 სამხედო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე