„ივანიშვილის რეჟიმის არსთან შეუთავსებელია საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნება და სამშვიდობოს გასვლა“ – გიორგი კანდელაკი

„ახლა ამ თემაზე ავრცელებენ საბჭოთა დეზინფორმაციას, რამდენიმე თვეში ისევ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, იმის მაგივრად რომ ჩვენი საკითხი იყოს დასავლური სანქციების მთავარი თემა,“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე გაკეთებულ განცხადებას.

„მათი მრწამსიდან განუყოფელი საბჭოთა პროპაგანდის სტილში რაც არ უნდა თქვან და რა ბოღმაც არ უნდა ანთხიონ, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილის რეჟიმის არსთან საქართველოს დაბრუნება და გაწევრიანება ცივილიზებულ სამყაროში, სამშვიდობოს გასვლა არის შეუთავსებელი, ისევე როგორც ეს იყო იანუკოვიჩის რეჟიმთან, ეს არის მთავარი. ახლა ამ თემაზე ავრცელებენ საბჭოთა დეზინფორმაციას, რამდენიმე თვეში ისევ დაიწყებენ ლაპარაკს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, იმის მაგივრად რომ ჩვენი საკითხი იყოს დასავლური სანქციების მთავარი თემა.“- გიორგი კანდელაკი

banner
წინა სტატიაშირუსი გენერალი მიხეილ ზუსკო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს
შემდეგი სტატია„სევროდონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მტერმა დაიპყრო ქალაქის უმეტესი ნაწილი