9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სამადაშვილი: ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი

„ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი. ყველასთვის, ვინც ერთ თეთრს მაინც იღებს უცხოეთიდან, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრისგან.
სოფლის ბირჟაზე დგას კაცი, უცხოეთიდან ემიგრანტის გადმორიცხულ ფულზე არსებობს და მაგალითად, საკუთარ აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე. შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს.
ავტოკრატიული იდიოტიზმის აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, ფასების დარეგულირების საქმე, ეტყობა, ვერ მიდის რაღაც კარგად”, — წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოცნება რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მათ შორის, მკაცრდება გრანტების შესახებ კანონი და რიგ შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც წესდება. ასევე, ოცნების ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. ოცნების კიდევ ერთი ახალი ინიციატივით, მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება

banner
წინა სტატიაშიკირცხალია: ნურას უკაცრავად, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით
შემდეგი სტატიალადო გამსახურდია – “საქართველო ვერ გადარჩება შიშით, ვერ გადარჩება იმ პოლიტიკით, რომელიც მცოცავ ოკუპაციას „სტაბილურობას“ ეძახის”