ივანიშვილის რეჟიმი უკვე სრულიად ხდება ამ გენოციდის თანამონაწილე – ნათელაშვილი ოკუპირებულ გალში, კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ოკუპირებულ გალში, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი ეხმაურება. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უმოქმედობისა და მტერ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის შედეგია.

შალვა ნათელაშვილი კონფლიქტის რეგიონებში არსებული ე.წ. სასაზღვრო ზოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ქართული ჯარის განლაგებას ითხოვს.

“ივანიშვილის რეჟიმი უკვე სრულიად ხდება ამ გენოციდის თანამონაწილე. მოკლულ ტატუნაშვილს, ოთხოზორიას, ბაშარულს შეემატა დღეს უკვე 29 წლის ირაკლი კვარაცხელია. მე კატეგორიულად მოვითხოვ შეიარაღებული ძალები დალაგდნენ დაპირისპირების ხაზზე დაუყოვნებლივ. საქართველოს მოქალაქეზე ნებისმიერი ხელყოფის შემთხვევაში გაიხსნას ცეცხლი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე გიორგი თარგამაძე დაიკითხა
შემდეგი სტატია„არსებობს მედიკამენტი, მაგრამ მოსახლეობა არ სარგებლობს ამ შესაძლებლობით“ – სერგეენკოს პასუხი ბრალდებებზე