„ივანიშვილის რეჟიმი წლებია თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ ნაბიჯებზე რეაგირებს ბუნებრივად თავისუფალი სამყარო“ – გიგა ბოკერია

„მთავრობა არის ის, ვინც არის პასუხისმგებელი და ვინც განსაზღვრავს კლიმატს და მთავრობების ნაბიჯებზე რეაგირებს თავისუფალი სამყარო
საქართველოს შემთხვევაში ჩვენმა მთავრობამ შექმნა ვითარება და გადადგა ნაბიჯები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში თავისუფალი სამყაროს საპირისპირო მიმართულებით და ღია დაპირისპირებაში არიან.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის არ მონიჭებას.

„მე ზუსტად ვერ გეტყვით პროგნოზს, არასწორი იქნება, ევროპარლამენტის გადასაწყვეტია, ოღონდ რაც უკვე ნათელია და ყველასთვის მნიშვნელოვანი, რომ სიმართლე იყოს ცხადი, ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის ივანიშვილის რეჟიმის „დამსახურება“. მხოლოდ მთავრობაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს კლიმატი თავისუფალ სამყაროში როგორია საქართველოს მთავრობის მიმართ და ის რეალობა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში შექმნა, გარდაუვალს ხდის ამ ტიპის დიფერენციაციას. იმიტომ რომ იმ ქვეყნებში ბევრი პრობლემის მიუხედავად პრინციპულად კურსი მთავრობებს თავისუფლებისკენ აქვთ, ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროპისკენ, ნატოსკენ ანუ ჯამში მიუხედავად იმისა რომ მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს ფორმალურად, რაც შეცდომა იყო და არაფერი არ მოუტანა, თუმცა საერთო ჯამში ამ ქვეყნებს, ამ ხელისუფლებებ სურთ დასავლეთისკენ სვლა, უკრაინა კიდე ცალკე შეთხვევაა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენმა მთავრობამ შექმნა ვითარება და გადადგა ნაბიჯები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში თავისუფალი სამყაროს საპირისპირო მიმართულებით და ღია დაპირისპირებაში არიან. თუ დავაკვირდებით, მათი პროპაგანდა ვის უპირისპირდება, არა თუ პუტინის რუსეთს, არამედ დასავლეთთან აქვთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, იქ აქვთ შეთქმულების თეორიები. ამიტომ ეს არის მათი მოღვაწეობის შედეგი. რამდენიც არ უნდა იფართხალონ ახლა პროპაგანდის თვალსზრისით თქვან რომ იქ ვიღაცამ რაღაც თქვა, ეგ არის სრული სისულელე და ტყუილი, რითიც არავინ არ უნდა მოტყუვდეს. მთავრობა არის ის, ვინც არის პასუხისმგებელი და ვინც განსაზღვრავს კლიმატს და მთავრობების ნაბიჯებზე რეაგირებს თავისუფალი სამყარო. ეს ხდება ახლა სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ იმიტომ რომ რეალობა გვაქვს ასეთი. რეაქცია არის ბუნებრივი, რეალობა გვაქვს ჩვენ შესაცვლელი. ლობიზმის გაწევა შეეძლოთ თუ არა რეზოლუციის მხარდასაჭერად არ აქვს მნიშვნელობა თუ ასეთი ვითარება გაქვს. ლობიზმი და კონსულტანტები არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უფრო ეფექტურად ან ნაკლებად, მაგრამ იმისთვის რომ რამეში გამოიყენო ჯერ ამოცანა უნდა გვქონდეს და ვითარება ქვეყანაში მეტნაკლებად შესაბამისი მაინც. ლუკაშენკომ რომ იქირავოს ახლა ძალიან მაგარი ლობისტები, რა შეიცვლება. მეორეც ერთი ამ ხელისუფლებას სტრატეგიული ამოცანა სერიოზული პროაქტიული მოქმედებების, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში წლების განმავლობაში არ ჰქონია. მათი ამოცანა იყო უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება. ამ პროპაგანდასაც იმიტომ აწარმოებენ, რომ იმ ნაწილში რომლებიც არის მკაფიოდ პროდასავლურად განწყობილნი, რაღაც ნაწილისთვის რომელიც ჩემი აზრით მცდარად სხვადასხვა ფაქტორების გამო მაინც სტატუქვოსა და ოცნებას უჭერს მხარს. ამ ხალხის დაკარგვა არ უნდათ და მათთვის არის მათი პროპაგანდის ეს ნაწილი, რომ მათ ბრალი არაა. არავინ არ უნდა ჭამოს ეს ტყუილი და სიცრუე.“ – გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის არჩევანია
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა