ივანიშვილის რეჟიმი წლებია თავისუფალი სამყაროს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ ნაბიჯებზე ბუნებრივად რეაგირებს თავისუფალი სამყარო – გიგა ბოკერია

მთავრობა არის ის, ვინც პასუხისმგებელია, ვინც განსაზღვრავს კლიმატს და მთავრობების ნაბიჯებზე რეაგირებს თავისუფალი სამყარო. საქართველოს შემთხვევაში, მთავრობამ შექმნა ვითარება და წლების განმავლობაში გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, თავისუფალი სამყაროს საპირისპირო მიმართულებით და ღია დაპირისპირებაში არიან მათთან, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებას სტრატეგიული ამოცანა – სერიოზული პროაქტიული მოქმედებების, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში წლების განმავლობაში არ ჰქონია. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანა იყო უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება.

„ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის ივანიშვილის რეჟიმის დამსახურება. მხოლოდ მთავრობაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს კლიმატი თავისუფალ სამყაროში. ქვეყნებში ბევრი პრობლემის მიუხედავად მთავრობებს პრინციპულად კურსი თავისუფლებისკენ აქვთ, ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროპისკენ, ნატო-სკენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს ფორმალურად, რაც შეცდომა იყო და არაფერი არ მოუტანა, თუმცა საერთო ჯამში ამ ქვეყნის ხელისუფლებას სურს დასავლეთისკენ სვლა. უკრაინა კიდე ცალკე შემთხვევაა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენმა მთავრობამ შექმნა ვითარება და გადადგა ნაბიჯები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, თავისუფალი სამყაროს საპირისპირო მიმართულებით და ღია დაპირისპირებაში არიან.

თუ დავაკვირდებით, თუ ვის უპირისპირდებიან, არა თუ პუტინის რუსეთს, არამედ დასავლეთთან აქვთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, იქ აქვთ შეთქმულების თეორიები. ეს არის მათი მოღვაწეობის შედეგი. რამდენიც არ უნდა იფართხალონ ახლა პროპაგანდის თვალსაზრისით თქვან, რომ იქ ვიღაცამ რაღაც თქვა, ეგ არის სრული სისულელე და ტყუილი, რითაც არავინ არ უნდა მოტყუვდეს.

ლობიზმის გაწევა შეეძლოთ თუ არა რეზოლუციის მხარდასაჭერად არ აქვს მნიშვნელობა თუ ასეთი ვითარება გაქვს. ლობიზმი და კონსულტანტები არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უფრო ეფექტურად ან ნაკლებად, მაგრამ იმისთვის, რომ რამეში გამოიყენო, ჯერ ამოცანა უნდა გვქონდეს და ქვეყანაში ვითარება მეტნაკლებად შესაბამისი მაინც. ლუკაშენკომ რომ იქირავოს ახლა ძალიან მაგარი ლობისტები, რა შეიცვლება?”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„იპოვე ფილმის გასაღები“ – www.mediatsigniereba.ge -ზე მედიაწიგნიერების ახალი პროექტი კომუნიკაციების კომისიისგან
შემდეგი სტატიათურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ