ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო ამოცანას, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, არცერთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელშიც არსებობს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს შორის, გარღვევა არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც იყო.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის განგრძობითი აგრესიის საკითხი ახლაც არ ყოფილა უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე, თუნდაც უკრაინის საკითხთან ერთად, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო ამოცანაა, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

“როგორც მოსალიდნელი იყო, არცერთ მნიშვნელოვან საკითხში, რომლებშიც დაპირისპირებაარსებობს თავისუფალ სამყაროს, მის ლიდერ, შეერთებულ შტატებსა და პუტინის რუსეთს შორის, გარღვევა არ მომხდარა, ყველა პროგნოზი ასეთი იყო, ამიტომ აქ არანაირი მოულოდნელობა არ არსებობს.

ეს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს და ტოტალიტალურ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და შეიძლება მომავალში გამწვავდეს კიდევაც, მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი, საქართველოს საკითხი, ოკუპაციის და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთის განგრძობითი აგრესიის საკითხი არ დგას უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე. უკვე დიდი ხანია ეს ასეა და ვერც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა თუნდაც უკრაინასთან ერთად კონტექსტში, რომ ეს საკითხი წამოწეულიყო წინ.

ამას აქვს ობიექტური მიზეზებიც, სამწუხაროდ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს მიღმა იქნებოდა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა, რომ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხზე და სხვა ჩვენ ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე იმუშავებდა აქტიურად და მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, როცა ეს აუცილებელია, შეაწუხებდა, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის პრეზიდენტი, მაგალითად.

ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს იმის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო და მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებუოი ჰქონდა თავის პროგრამაში, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის უაღრესად საზიანოა.” – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება “წითელი ხაზი” იქნება მისთვის
შემდეგი სტატიაის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო