ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმიანება თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის წარმომადგენლობით, საკანონმდებლო ორგანოებში კრიმინალური, ძალადობრივი ქცევა პოლიტიკური ცხოვრების წესად აქცია.
მისივე თქმით, რეჟიმი ძალადობის ორგანიზებას ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის უკვე წლებია მიმართავს და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან (კორცხელი, ახალქალაქი, დმანისი და სხვა).
“ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს მისი დასჯის მიზნით ოჯახში კრიმინალები მიუგზავნა, თბილისის საკრებულოში დღეს მომხდარი დაპირისპირების გამო, რაც საგანგაშო ტენდენციაა ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტის გათვალისწინებითაც კი.
ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნისთვის მრავალმხრივ საფრთხეს წარმოდგენს და მათ შორისაა ქვეყნის ძალადობრივი კლიმატში ჩაძირვა, რაც, საბოლოოდ, ყველა მოქალაქეს უქმნის ძალადობის საფრთხეს.
ივანიშვილის რეჟიმი პუტინისტური კრიმინალების ბანდაა. ქართული ოცნება პირდაპირაა შერწყმული კრიმინალურ ჯგუფებთან და მათი გამოყენებით, სხვა უკანონო მეთოდებთან ერთად, ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ძალის დემონსტრირებას.
კრიმინალები, რომლებსაც ხელისუფლება ოპონენტების შესავიწროვებლად იყენებს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე არ გაჩერდებიან.
ხელისუფლების მიერ გაძლიერებული დამნაშავეები ძალადობის საფრთხეს ზრდიან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ეს განუკითხაობა უნდა დავასრულოთ ივანიშვილთან ერთად” – აცხადებს გიგა ბოკერია.