ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს – ბოკერია

ივანიშვილის რეჟიმი წლებია პირდაპირ და ირიბად ეწევა დასავლური, თავისუფალი სამყაროს დემონიზებას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს, “თუ როგორ გვართმევენ ჩვენს იდენტობას, დასავლეთი ჩვენი თვითმყოფადობის დანგრევას რომ ნიშნავს და სხვა ათასგვარი ბოდვა”.

„ამას ამ ეტაპზე დაემატა კიდევ ერთი სლოგანი, რომ სისხლისღვრა და ომი არის დასავლეთის აგრესიის შედეგი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ამერიკა და დასავლეთი აძალებს ომში ჩართვას. პირდაპირ მიყვებიან პუტინის სახელმძღვანელოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია, სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა, რათა გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით – ვოლსკი
შემდეგი სტატიააკერმანის შეთქმულების მონაწილეები არიან „ლელოდან“ დაწყებული, გიგაურებით დამთავრებული, პირდაპირ აფინანსებენ აშშ-დან 132 მილიონით, ხოლო „ენჯეოებს” 88 მილიონს უხდიან – ყაველაშვილი