ივანიშვილის რეჟიმი მმართველობის უკანასკნელ თვეებში გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს აშშ-სთან ურთიერთობას – სამადაშვილის სპეციალური ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებს ვიღებთ, მაგრამ ამ დახმარების მისაღებად სჭიროა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლბამ შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნა, ასევე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში.

„ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი, ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც მათ სახელმწიფო მმართველობაში ყოფნისთვის დარჩათ, ახერხებენ და გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე, თითოეულ ჩვენი მოქალაქის ინტერესს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, მთელი დღის მანძილზე, ჩვენ გვესმოდა ურცხვი ტყუილები საგარეო საქმეთა მინსიტრისგან, იმის თაობაზე რომ საერთოდ ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ფინანსურს სანქციებს ითვალისწინებს, რეალურად გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა ესდ კანონპროექტი მიიღო და ის სანქციებს ითვალისწინებს.

რას ნიშნავს ეს გზავნილი – პირველ რიგში აშშ რჩება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადაც ივანიშვილს დაკარგული აქვს ნდობა, ეს ფინანსური სანქცია არის გზავნილი რომ დროა ქვეყანაში სერიოზული და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს. ეს ცვლილებები ხალხმა უნდა განახორციელოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვნების გზით.“ – აცხადებს სამდაშვილს.

banner
წინა სტატიაშისამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ კამპანია : „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ასურეთიდან დაიწყო