ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რეპრესიასა და ტირანიაში. ამერიკა იმოქმედებს! – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში უწყვეტი პროტესტის 100 დღეს ეხმაურება.
“ზედიზედ 100 დღეა მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და მყარად დგას იმის მიუხედავადაც, რომ რეჟიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რეპრესიასა და ტირანიაში. ამერიკა იმოქმედებს! #MEGOBARI.თვალყური ადევნეთ,” – წერს უილსონი.