ივანიშვილის რეჟიმი არის მთავარი ბარიერი საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე, ასე რომ სრული პასუხისმგებლობა მათზეა – გიორგი კანდელაკი

„რამ გაუფუჭა საქართველოს საქმე და ამას აქვს სახელი და გვარი, როგორც წერია რეზოლუციაში, ბიძინა ივანიშვილი მისი მთავრობის მოღვაწეობსთან ერთად, რამაც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ზიანი მიაყენა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა.

„იმედი მაინც უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, მაგრამ ამავე დროს ევროპარლამენტის ინსტიტუციაში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც მონაწილეობდა, ბატონი ვალდის დომბროვსკი. ძალიან ნათლად არის ჩამოყალიბებული თუ რა არის მთავარი ბარიერი საქართველოსთვის, რამ გაუფუჭა საქართველოს საქმე და ამას აქვს სახელი და გვარი, როგორც წერია რეზოლუციაში, ბიძინა ივანიშვილი მისი მთავრობის მოღვაწეობსთან ერთად, რამაც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ზიანი მიაყენა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ეს არის აზრი, რომელსაც არ შეწინააღმდეგებია არავინ, მათ შორის, არც „ქართული ოცნების“ მოკავშირეები. არავინ არ გამოსულა, არავის არ შეუქია და დაუცავს „ქართული ოცნება“. ასე რომ პასუხისმგებლობა, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, არის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის კისერზე.“ – გიორგი კანდელაკი

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა
შემდეგი სტატიაევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია