ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი საოკუპაცო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დღეს გორის მერის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის სახეს წარმოადგენს, რომ ისინი მტერს მტრად არ თვლიან.
მისი თქმით, გორის მერის მოსკოვში ვიზიტიც იმის პარალელურად, როცა გორის მუნიციპალიტეტში რუსებმა ჩვენი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ამის დასტურია.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება არ ემსახურება არც ეროვნულ ინტერესს და ისეთ ნაბიჯებს დგას, რომელიც ვერანაირი მორალური საზრისით ვერ იქნება გამართლებული“ – თქვა გიორგი ნონიაშვილმა