ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – ენმ Ipsos კვლევის შედეგებზე

კომპანია Ipsos კვლევის შედეგებს, რომელმაც პოლიტიკური პარტიების და პირების რეიტინგი შეისწავლა, ოპოზიციაში აფასებენ. კვლევის თანახმად ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი მაქსიმალურ ნიშნულს ღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივნის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება.

„ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, რაც ჩვენ გვინახავს ე.წ. „ქართული ოცნების“ 7-წლიანი მმართველობის პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისმა პოლიტიკურმა პროექტმა განიცადა სრული კრახი. მისი რეჟიმის დასასრული ახლოვდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიცია და ამ ყველაფრის დასაწყისი, დასაბამი იქნება აუცილებლად ზუგდიდში,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პოლიტიკური პირების რეიტინგზე ამახვილებს ყურადღებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის გარეთ იმყოფება.

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე წლებია დევნილობაში იმყოფება და მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ აქვს ის მაინც ჩნდება ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანად და კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კვლევების ეს არის. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ის, რომ უპირობოდ უმრავლესობა თვლის, რომ 2020 წლის არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს კვლევები ძალიან კარგად იცის თავად „ქართულმა ოცნებამ“ , ვინაიდან ისინიც მუდმივად ატარებენ კვლევებს და სწორედ ამას ემსახურება ის ისტერიკა, რომელიც დამართული აქვთ ახლა ზუგდიდში ამ არჩევნებზე,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომპანია “იპსოსმა” კვლევა საქართველოს მასშტაბით, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, „იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

banner
წინა სტატიაშიIpsos კვლევა-გამოკითხულთა 36%-ის აზრით, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად მოტივირებულია
შემდეგი სტატია,, ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ქართველი ამომრჩევლის თვალში”-აბესაძე