ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, რომ ივანშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს – ბოკერია იმედზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2020 12:53

ივანიშვილის პროპაგანდის  გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, რომ ივანშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს – ბოკერია იმედზე

მნიშვნელოვანი

  • ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, რომ ივანშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს - ბოკერია იმედზე

სხვა სტატიები

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ტელეკომპანია იმედს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სრულიად აბსურდული და უტიფარი არგუმენტებით, ტელეკომპანია ბლოკავს ევროპული საქართველოს საარჩევნო კლიპს, სადან ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკშვილი.
ბოკერიას თქმით, 2018 წელს, ქართული ოცნება აქტიურად იყენებდა ნეგატიურ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ხოლო მაშინ ტელევიზიას არ გახსენებია არანაირი კანონი. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეს არის ივანიშვილის პროპაგანდის გაგრძელება, რომ მისი ალტერნატივა მხოლოდ სააკაშილია.
„ის, რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება გარხდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი მთელ ჩვენს საზოგადოებაში, ეს ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხარ და ბევრ ადამიანს ხვდები, კიდევ უფრო აშკარა ხდება, რამდენად სწრაფადაა საჭირო ამ ცვლილებების განხორციელება. ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ განვახორციელოთ ეს ცვლილებები და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ყველა ლეგიტიმური საშუალებით ჩვენი გეგმა, ხედვა, ჩვენი გეზი, თუ როგორ განვახორციელებთ ამ გარდამტეხ ცვლილებებს, როგორ დავწევთ გადასახადებს და ამ გზით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორ შევამცირებთ მთავრობის ხარჯებს და გავზრდით დახმარებას იმათთვის, ვისაც უჭირს, კერძო ქონება, ნაფიცი მსაჯულები და როგორ წავიყვანთ წინ ქვეყანას ამ გარდამტეხი ცვლილებების შემდეგ.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს თუ რომელი პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში, ევროპული საქართველო ვისთან და რაზე ითანამშრომლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იცოდეს ხალხმა რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. კერძოდ, ივანიშვილს, მის რეჟიმს, მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას, არცერთ შემთხვევაში და ამვდროულად, არცერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის კანდიდატურაზე. ეს არის ჩვენი ხედვა, გეზი და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.
უკვე ორი კვირაა, ტელეკომპანია იმედი, რომლის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, თანხვედრაშია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლიტურად უტიფრად, კანონის დარღვევით, უარს აცხადებს ევროპული საქართველოს სატელევიზიო კლიპის გაშვებაზე ეთერში. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას ქართულ ოცნებას და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშილის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე და ჩვენ გვაქვს არგუმენტები. იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, ხოლო სააკაშილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როდესაც ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა და არცერთი არ ჭიდება დღეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები.
ისინი იმიზეზებენ სრულიად აბსურდულ, უტიფარ არგუმენტს, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ, თურმე მის მიმართ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება სატელევიზიო კლიპში არ შეიძლება, მაშინ როდესაც ყველას გვახსოვს და ონლაინ მოიპოვება 2018 წლის კლიპები, ქართული ოცნების, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის, რომელიც გადიოდა ყველა ტელევიზიის ეთერში, მათ შორის იმედის ეთერში, ძალიან აგრესიული, ნეგატიური კამპანია სააკაშვილის ჩვენებით ყველგან. მაგრამ მაშინ ეს აწყობდათ და დღეს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების პატივისცემა აღარ აინტერესებთ.
რატომ შეუძლება ივანიშვილის პროპაგანდასთან თანხვედრაში მყოფ ტელევიზიას არ აწყობდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კლიპი, სადაც არის კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული არამარტო ივანიშვილი და ოცნების, არამედ სააკაშვილის მიმართაც? სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გზავნილით, მაგრამ მკაფიოდ. პასუხი მარტივია, ივანიშვილის პროპაგანდის მთავარი გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს ივანშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და ამაში რათქმაუნდა საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებას ვერ ხედავს და სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს.
ჩვენ აუცილებალ მოვიტანთ ამ ცვლილებას, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ მძიმე ჭაობიდან და წაიყვანს წინ.“ – განაცხადა ბოკერიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2020 12:53