ივანიშვილის პოლიტპატიმარი და ოლიგარქის მიერ დაწყებული რეპრესიები – ხატია დეკანოიძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

პოლიტიკური დევნილი და პოლიტპატიმარი – ასეთია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასება ოპოზიციის ლიდერებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე.
მისი თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დიდი რეპრესიები დაიწყო.
„ეჭვგარეშეა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულების მიერ არის პოლიტიკურად დევნილი ადამიანი, პოლიტპატიმარი. სასამართლო და კლანი, რომელიც მართავს სასამართლოს, დღეს ასრულებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილს. რასაც ჩასძახებს ივანიშვილი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო,“- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება ამტვრევს სარკეს, რომელშიც თავი არ მოსწონს” – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატია“საქართველოში უკვე დაიბადა დიქტატურა, ჭუპრის მდგომარეობაში აღარ არის” – სანიკიძე