ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი – ბოკერია

ეს არის მორიგი ბოდვა, სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ივანიშვილი არაა. მე საფრთხეს სხვა რამეში ვხედავ, რომ ოპონენტებს შორის საოცარი გაუგებრობა არ მოხდეს, რომ თითქოს რაიმე ფორმალური კანონების მიხედვით ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი.

„ჩვენთან ვითარება მაგ ზღვარს გაცდენილია. ჩვენთან ქვეყანა ივანიშვილის მხრიდან ფორმალური კანონებით არ იმართება. ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანონებს, დეკლარირებულ, ქაღალდზე დაწერილს წესებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მანდ არ ვართ. ჩვენ ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება გვჭირდება, რაც „ქართული ოცნების“ მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს. ამის გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჩამოყალიბდით, გუშინ მე „ნაცების“ მიტინგზე ვიდექი, რუსების მიერ დაფინანსებულ მიტინგზე, ქართველ ხალხთან ერთად ვიდექი თუ იქ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინამ გერმანიისგან Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილ ეკიპაჟთან ერთად მიიღო