ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგებას გაართულებს – გრეგოროვა

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგებას გაართულებს – ასმიშ ესახებ ერვოპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა

ევროპარლამენტარის თქმით, ივანიშვილის პოლტიკაში დაბრუნება პროცესებს გაართულებს, რადგან ის საკამათო ფიგურაა ევროპაში.

გრეგოროვა ასევე საუბრობს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რიგ რეზოლუციებზე, სადაც ივანიშვილი ოლიგარქად არის ნახსენები.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი მოსალოდნლი არჩევნებია. ამაში დარწმუნებული ვარ. მან იფიქრა, რომ შესაძლოა არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაიმარჯვოს ან ვერ მოიპოვოს უმრავლესობა ოქტომბერში და გადაწყვვიტა რომ დაბრუნდეს პარტიის დასახმარებლად ისევ მართონ ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში არის ეჭვები, როგორ შესრულდება რეფორმები. ზოგიერთი ამომჩეველი შეიძლება ფიქრობდეს, რომ “ქართული ოცნება” არაა ის პარტია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს საუკეთესოდ შეასრულებს, ახლა მას უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მისი პარტია წარმატებულია. ევროპარლამენტმა მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ის არის ნახსენები ოლიგარქად და მოთხოვნილია მისი სანქცირება. ივანიშვილის ურთიერთობა ბრიუსლთან საუკეთესო ფორმაში არ არის. მისი დაბრუნება პოლტიკაში პროცესებს გაართულებს, რადგან მან იცის რომ ევროპაში ის საკამათო ფიგურაა. ეს სამწუხარო ამბავია, რადგან ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგებას გაართულებს”, – ამბობს გრეგოროვა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთი დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობს ირანისგან და ცდილობს, რაკეტების მიწოდებაზე მიაღწიოს შეთანხმებას
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი: ქართულ პოლიტიკაში ორმაგი ბიძინიზაციაა