ივანიშვილის პირადი ბუღალტერი ცდილობს, მარცხი გადაიტანოს დაპირისპირებაში – ოპოზიცია პოლიტიკური ლიდერების დაკავების მოლოდინშია

ოპოზიცია პოლიტიკური ლიდერების დაკავების მოლოდინშია. მათი თქმით, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, რადგან ივანიშვილი 800 ათასზე მეტი ხმის მიღებას მთავარ ოპოზიციურ ძალას არ პატიობს.

„ბატონ დავით კირკიტაძეს არაფერი არ გაუკეთებია იმისთანა, რომელიც მის მოქალაქეობრივ უფლებებში არ იყო. ბიძინა ივანიშვილის პირადი ბუღალტერი, ახლა ცდილობს ამითი პოლიტიკური პროცესი და თავისი მარცხი, როდესაც 900 ათასმა ადამიანმა, ამ ე.წ. ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა, გადაიტანოს დაპირისპირებაში, ერთმანეთთან დისკუსიაში, საზოგადოების გახლეჩვაში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კრიმინალური პოლიციის უფროსმა უკვე დაანონსა, რომ ინაუგურაციის დღეს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება, ისევ არის მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმე – დღეს განაჩენი გამოცხადდება
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს