ივანიშვილის ფარული ჩანაწერები – ლაშა ნაცვლიშვილი ბრალდებებს პასუხობს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მის მიმართ გუშინ, გადაცემა “არჩევანში” გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება:

“როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.
ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately…
მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.
და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, – მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.
P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე – მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, – ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია.” წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბატალიონ „სომალის“ მეთაური, მეტსახელად „გივი“ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს