ივანიშვილის პალმა ტრანსპორტირებისას მისაბმელიდან გადმოვარდა

პალმის ხე, რომელიც ფოთიდან ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას გადმოვარდა. მომხდარის გამო ფოთში, ნაბადას უბანში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხდა.

ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოტრიალდა.

პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ის ფოთის პორტში შემოიტანეს, საიდანაც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ.

პალმის ხე ამჟამად იმ გადამზიდავი კომპანიის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ტრასპორტირება.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცხოვრების ორწლიანი ცენზი გააუქმა
შემდეგი სტატიაგახმაურებული მკვლელობა ყიფშიძეზე – მოსამართლის განაჩენი ცნობილია