ივანიშვილის მორიგი ტყუილი – ოპოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს პასუხობს

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტყუილი – ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი არ არის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ შეთანხმებაში საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად პოლიპატიმრებზეც საუბარი იყო. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ოცნებამ“ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად დადებული შეთანხმება, რომ არჩევნების ჩატარდეს სწორედ ისეთი სისტემით, რომელზეც ყველა აქტორი თანახმა იქნება.

„არაფერი ახალი განცხადების გაკეთება შესაძლებელი არ არის. არსებობდა ჩარჩოები, მოლაპარაკების თემები და შეთანხმებები, ამ ფარგლებში პოლიტპატიმრებს უნდა დაეტოვებინათ საპყრობილეები. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ პირველ მოსმენამდე ეს შეთანხმება დაიცვას და პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპყრობილეები. ვიმეორებ, ეს იქნება კარგი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებიც განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გადაიხდის მძიმე პოლიტიკურ ფასს, ბიძინა ივანიშვილი კი მაინც წავა ხელისუფლებიდან“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : ბოლო რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევა არ მიგვიღია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადავა
შემდეგი სტატიასულელი არავინ არ არის, ელჩები ახალს ვერაფერს იტყვიან – სამადაშვილი ოცნებას პასუხობს