პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, ჩემს ახლო მეგობარს ამ შესაძლებლობისათვის, – ამის შესახებ ლევან სანიკიძემ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად წარდგენის შემდეგ განაცხადა. სანიკიძის თქმით, პოლიტიკაში მისი საჯაროდ ჩართვა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მოღალატეობრივმა განცადებებმა განაპირობა.
მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რა თმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, ჩემს ახლო მეგობარს იმ დიდი შესაძლებლობისა და გამოწვევისთვის, რომლის შესახებაც დღეს თქვენთვის გახდა ცნობილი. ჩემი მოტივაცია განისაზღვრა ჩვენი მომავლის საკითხით – დარჩება თუ გაქრება ქართული სახელმწიფო და რა როლი უნდა შევასრულოთ ამ საქმეში დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში დაბადებულმა ახალმა ქართულმა თაობამ. ის რომ „ქართული ოცნება“ მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის შვილების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ გაიგო, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ივანიშვილის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.