ივანიშვილის მმართველობის კატასტროფული შედეგია – ბოკერია სენატორების განცხადებაზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებებს ეხმაურება. ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები იძულებული ხდებიან, რომ საქართველოსთვის დახმარების პირობებზე საკითხი განიხილონ.

იმის ნაცვლად, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც ლობირებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ჩვენს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სერიოზულად დაეხმარებოდა და ნატოში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯს ან ორმხრივი უსაფრთხოების საკითხს, ანუ იმას რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენი მეგობრები იძულებული ხდებიან განიხილონ საკითხი საქართველოსთვის პირობების დაყენების დახმარებაზე. ეს არის კატასტროფული შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, მით უფრო მეტ ზიანს მოუტანონ ჩვენ ქვეყანას და პოლიტიკურად დაიღუპავენ თავს, – ამბობს ბოკერია.

სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში კითხვაზე, თუ რა ინსტრუმენტები აქვთ იმისთვის, რომ ამერიკის სენატის გზავნილები საქართველოში გაითვლისწინონ პასუხობს, რომ “დახმარების პირობითობა” და “შემდეგ შეწყვეტა”

banner
წინა სტატიაშისუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ნიკა მელია ციხეში იჯდეს
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, ამ დოკუმენტით პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ – ბაქრაძე