,,ივანიშვილის მიზანია, ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო, განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა”

,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ ამ არჩევნებით გამოიტანა ის დასკვნა, რომლითაც ყველა არასასურველ ელემენტს გაანეიტრალებს. უგულავას თქმით,მეორე ტურის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ,ერთის მხრივ, ნათელია პოლიტიკური ოპოზოციის განდაგურების მცდელობები,მეორეს მხრივ კი სახეზეა ბიზნესის შევიწროვები მცდელობები

”სიტუაციას ფართოდ უნდა შევხედოთ, რა დასკვნა გამოიტანა პირადად ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურის შემდეგ?! მეორე ტურის შემდეგ ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების ანუ პოლიტიკური ოპოზიციის ინფრასტრუქტურის დანგრევის მცდელობას, ეს სხვდახვა ფორმით გამოიხატება. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ უზურპაციას, პირდაპირ საკუთარ გუნდელებზე თავზე გადახტომითაც კი და უპირობო დამორჩილებას სასამართლო სისტემის და ეს სია რომელსაც ეხლა რბილად ამბობენ ხოლმე, რომ ეს იუსტიციის საბჭომ მეთოფიშვილმა წარმოადგინა ეს არის სიცრუე და ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმომადგენელი სია და პირად ივანიშვილი ლობირებს ამ სიას და ეს ყველამ იცის. უბრალოდ ხანდახან უმრავლესობა სირაქლემის პოზიციას იკავებს თითქოს ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

მესამე მიმართულება, ეს არის არსასურველი ბიზნესმენების შევიწროვება, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, ეს არის არასასურველი ბიზნესმენების შევიწროება. გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ხაზარაძეს ეცა – ეს ასე არ არის. აქ რთულია, ისაუბრო, რა უდევს ივანიშვილს თავში. შედეგი არის, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია, სასამართლო ჩაიგდოს ხელში და ნებისმიერი ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო, არის ფართომასშტაბიანი შეტევა. ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა რომ ის ყველა არასასურველ ელემენტს გაანეიტრალებს,. სადაც შესაძლებელია დაიჭერს, სადაც შესაძლებელია დანიშნავს ყველაზე საზიზღარ ადამიანებს და ბიზნესში თეორიულად ვინც შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ამბიციაც გაუჩნდეს, გაანეიტრალებს’’ – განაცხადა გიგი უგულავამ

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, 112 საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატიატრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე – სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელსაც ბრალი წარედგინა საავადმყოფოში გადაიყვანეს