“ივანიშვილის მცდელობა “რუსთავი 2″-ის გაჩუმებით შეძლოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების შენარჩუნება”

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას აფასებენ ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-თან მიმართებაში არა თუ 53% არამედ, უფრო ფართო ფენები ფიქრობენ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის პოლიტიკური პროცესი.

“ჩემთვის აქ ორი აზრიც არ არსებობს, ეს პოლიტიკური პროცესი კი არ არის ეს არის ივანიშვილის მხრიდან მცდელობა, ოღონდ წარუმატებელი და ბოლომდე წარუმატებელი დარჩება, რომ რუსთავი 2-ის გაჩუმებით მან შეძლოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების შენარჩუნება არჩევნებზე. ჯობს, რომ გონს მოეგოს და შეეგუოს ხალხის და ამომრჩევლების ნებას. ეს კვლევაც ასახავს იმას, რომ ამომრჩევლების კრიტიკულ მასას ესმის, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც ხდება ქვეყნის გაღარიბება ივანიშვილის და მისი მარიონეტების პრობლემა არის როგორ ჩაახშონ ის ინსტრუმენტები, რომელიც ხალხის თავისუფალი აზრის გამოხატვას უზრუნველყოფს არჩევნებზე“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა გიორგი ვაშაძის პარტია არ დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი