“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს და მასობრივად აჯარიმებენ” .
“მილიარდერი ტირანის ქვეყანაში, რომლის სახელწოდებაცაა საქართველო, სამწუხაროდ შიმშილი, სიღატაკე, სიძვირე გადაიქცა აუცილებელ სოციალაურ მდგომარეობად და შეიქმნა სოციალური გენოციდის არნახული სამეფო იმ დონეზე, რომ აგერ ახლა გაზაფხულია და ადმაინებს ერთი კონა მწვანილი ვერ უყიდიათ, არარ არის საუბრი ხორც-პროდუქტებზე, რომელიც უკვე დიდი ხანია დელიკატესად იქცა და გვეუბნებიან, რომ, იაფია გეჩვენებათო
სად იყო და სად არა, ბენიზ-დიზელის გაძირების ფონზე, ივანიშვილის მაფია მიადგა თხევადი გაზის გასამართ პუნქტებს, რომლებსაც მასობრივად აჯარიმებენ, აძევებენ ქალაქიდან იმისათვის, რომ ხალხი შემდგომ მიაწყდეს ივანიშვილის, მაფიოზა ფხაკაძეების, მაფიოზა ენუქიძის ბენზისა და დიზელის გასაყიდ წერტილებს და კიდევ მილიონები ამოქაჩონ გაუბედურებული ხალხისგან. მოტივი კეთილშობილურია, რომ თურმე შეიძლება აფეთქდეს ეს გაზის პუნქტები. ამ მოტივით მაშინ დენი და გაზი არ უნდა გქონდეს ადამიანს სახლში, რომ არ აფეთქდეს, მანქანაშიც არ უნდა ჩავჯდეთ, რომ ავარიაში არ მოვყვეთ და თვითმფრინავით მგზავრობაზეც კაცობრიობამ უარი უნდა თქვას”, – თქვა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
















