ივანიშვილის კომპანია პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემას მოითხოვს

თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილის კომპანია განიხილავს “შპს ოლდ სიტი დეველოპმენტის” განცხადებას მისთვის თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე “პანორამა თბილისის” სასტუმროს ობიექტის მშენებლობაა დაგეგმილი.

საკრებულოს უმრავლესობა ივანიშვილის კომპანიისთვის ამ ტერიტორიის გადაცემის მომხრეა, რადგანაც საინვესტიციო ვალდებულებით კომპანია ტერიტორიაზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია “თაბორი რეზორტსი” ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემას ითხოვს.

საკრებულოს ოპოზიცია ივანიშვილისთვის ამ ტერიტორიების გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღეს 14:00-ზე საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც უნდა გადაწყდეს შეიცვლება თუ არა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ზონალური სტატუსი. სტატუსის ცვლილების შემდეგ ივანიშვილის კომპანიას ამ ტერიტორიის შესყიდვა შეეძლება.

თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29.7 ჰექტარის მიწის ნაკვეთი 2016 წლის მაისში აუქციონზე 6.3 მილიონ ლარად გაყიდა. ტერიტორიაზე ივანიშვილის ოფშორული კომპანია გოლფ კლუბსა და სასტუმროს აშენებს. პროექტი “პანორამა თბილისის” ნაწილია.

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და პარტიის მხარდამჭერებმა სხდომა დატოვეს.ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, ისინი საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაბრუნდებიან, რაც დეპუტატები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის, თბილისში კიდევ ორი ტერიტორიის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„თაბორის მთაზე ზონის ცვლილებას ავტომატურად შემდეგ მოჰყვება ამ ტერიტორიის მითვისებაც. 40 ჰექტარი უკვე აქვს თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილს დაკანონებული და კიდევ ახალ ტერიტორიას აძლევთ. დღეს თაბორის მთა გადაიქცა ზვიგენარიუმის თუ მავზოლეუმის მშენებლობად. ზვიგენარიუმი კეთდება ჩვეულებრივი. სამი კვირა გაქვთ დარჩენილი ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამი კვირის მერე ამ ქალაქს აუცილებლად ეყოლება პატრონი, რომელიც სულ სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს,“ – მიმართა სხდომის წევრებს ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ქალაქ ჩერკასში, ადგილობრივი საბჭოს წევრი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიას საკრებულომ ბათუმში მიწის ნაკვეთები გადასცა