ივანიშვილის კლოუნ ღარიბაშვილის გამოსვლაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა – ბოკერია

“არათუ მოულოდნელი არ ყოფილა არაფერი იმაში, რაც დღეს მოვისმინეთ ივანიშვილის ამ კლოუნისგან, არამედ თამამად შეგვეძლო აგვეღო მისი ნებისმიერი წინა გამოსვლა, არქივში გადავახვიოთ და მივიღებთ იმავეს. აქ ხომ უბრალოდ არის ნიაღვარი სიძულვილის, ცილისწამებისა და ადამიანების ლეგიტიმურ შიშზე, ომის შიშზე უსინდისო ტყუილებით თამაშის. ამიტომ, ჩვენ, ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ევროპული საქართველო დიდი ხანია ამ პოზიციაზე ვართ და საპარლამენტო ოპოზიცია თუ მოვა გონს და ამ პოზიციაზე დადგება, იქნება კარგი, უნდა მოეშვან შეთავაზებებს ამ ხალხისთვის, რაღაც ილუზიებს, რომ რაღაც შანსი არსებობს წინსვლისა და ამ უფსკრულიდან დაშორების, სანამ ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნია ძალაუფლებაში. ნულია ამის შანსი, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთადერთი – ეს ხელისუფლება შევცვალოთ და დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, რომ მათი შეცვლა ჩვენი ინტერესია.” – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი გამოსვლას.

banner
წინა სტატიაშიმარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: “შეაყარე კედელს ცერცვი” – ვაშაძე
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული ჯარები ქალაქ ლიმანის ნაწილებზე კონტროლის შესანარჩუნებლად იბრძვიან