“ივანიშვილის ხუშტურები არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული” – რატიანი ციხისძირის მოვლენებზე

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ციხისძირში მიმდინარე პროცესებს აფასებენ თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლებას კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

“დღემდე არ არის გასაჯაროებული ის დოკუმენტი, რომლითაც არის შესაძლებელი გადარგვა. ივანიშვილის ხუშტურები არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული და სახელმწიფო არ უნდა ემსახურებოდეს ერთ ადამიანს,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

ხელსუფლების განამრტებით, საკითხის პოლიტიზება ხელოვნურად ხდება.

„ნაციონალური მოძრაობა რომ ამბობს ცუდია, ესეიგი, ეს თავისთავად უკვე კარგია, ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა,“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლაინმა.

ციხისძირში გუშინ დაკავებული აქციის მონაწილეები ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან. პარტიზანი მებაღეები და ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოების დეპუტატები სასამართლო პროცესს ელოდებიან.

მათ ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებს 5 დაკავებულის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიასან დიეგოს უნივერსიტეტის განცხადებას ავრცელებს!