18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

ინფორმაციისთვის, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, უძილაური ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო. ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა თავისივე დაფინანსებული გვერდის ხელმძღვანელი დაიჭირა
შემდეგი სტატია“ბენზინის ფასი გაორმაგებულია, ივანიშვილის დაპირება კი კრახით დასრულდა”- თაზო დათუნაშვილი ფასების კრიზისზე