ივანიშვილის ხელისუფლება პუტინის დაკვეთით უსწორდება ქართველ მებრძოლებს – მინაშვილი

ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა დღეს “ენმ”-ს ოფისში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პუტინის დაკვეთით სადამსაჯელო ოპერაციას ატარებს ქართველ მებრძოლებზე:

“ეს არის სახელმწიფოს ღალატის და მოქალაქეების ინტერესების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება და აქვს სადამსაჯელო ოპერაცია გაჩაღებული ქართველი მებრძოლების, პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით.” განაცხადა მინაშვილმა.

”ენმ” დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკის მხარდასაჭერად გარკვეულ ღონისძიებებს იწყებს:

”ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, ჩვენ ვუცხადებთ სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს. თუკი უკრაინის სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, დავეხმაროთ სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის და ექსტრადირების შემთხვევაში სახეზეა, როგორც მისი წამების საფრთხე, ასევე სიცოცხლის მოსპობის. მივმართავ, საქართველოს პროკურატურას, აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს, გამოვიყენოთ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში. ჩვენ დავიწყებთ მასიურ და მასობრივ აქციებს სახელმწიფო უწყებებთან, ვიქნებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები, რომელმაც უნდა შეისწავლოს ჩვენი მებრძოლების, პატრიოტების შესახებ რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ საკითხი. მსგავსი ფაქტი არა ერთი დაფიქსირებულა”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მე ჩავაბარე, უფროსი კაცია და შვილივით მიხედავს-თქო “- რას აცხადებს მანდატურისგან დაფეხმძიმებული არასრულწლოვანის დედა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება დაეხმარა მტერ სახელმწიფოს – “ეს არის საკუთარი ჯარისკაცების ღალატი”