ივანიშვილის ხეების გასატარებლად ნატანებში აირის მილები ჩაჭრეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ფოტომასალას აქვეყნებს, რითაც დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გამო ნატანებში გაზის მილები ჩაჭრეს.

მისივე მტკიცებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებიდან წვერმაღალას მიმართულებით რამდენიმე მეტრზე გაზის მილები ჩაჭრეს. ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც იმ ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, რომელიც ექს-პრემიერმა ნატანებში მცხოვრები ოჯახისგან შეიძინა.
ასწლოვანი ხეების გადატანა ნატანებიდან ამ დრომდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა უამინდობის გამო, მისი დენდროლოგიურ პარკში გადატანა დროებით შეჩერდა და სავარაუდოდ, მათ ხვალ გადაიტანენ.
გაზის მილების აღდგენა კი სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მძიმე ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთს გაივლის.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პუტინს “კერკეტი კაკალი” უწოდა
შემდეგი სტატიაგია ჭირაქაძე გარდაიცვალა