ივანიშვილის ხეების გადატანის გამო 17 სოფელს დენი გაეთიშა, დაზიანდა ბოძები და საგზაო ნიშნები

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ხეების გადატანის გამო ზუგდიდის რაიონის 17 სოფელს ელექტრო ენერგია გაეთიშა. ელექტროსადენები გვიან ღამით ჩახსნეს, ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ დღეს დილით აღდგა.

ორი ასწლოვანი ხის, მარად მწვანე დასავლური მუხისა და ევკალიპტის ტრანსპორტირების დროს დაზიანდა გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნები.

ხის ტრანსპორტირების დროს ერთ-ერთ სატვირთო დაზიანდა, რის გამოც ანაკლიამდე ხეების ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.

შეფერხებული იყო ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე ავტომობილების გაადგილებაც.

ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

banner
წინა სტატიაში“თომა გაქრისტიანდა” – პრეზიდენტის შვილი მონათლეს
შემდეგი სტატიაქუთაისის მერმა გადაწყვიტა დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა გასცა – ენმ